-
2014-08-23 10:47
ესტონურმა ჟურნალმა „Kroonika“ სკანდალური ფოტოები გამოქვეყნა, რომელზეც ქვეყნის პირველი ლედი ერთ-ერთ კაფეში, ახალგაზრდა მამაკაცთან პიკანტურ ვითარებაშია დაფიქსირებული.
ეველინ ილვესმა კაფე „Komeet“-ში საღამოსთვის მაგიდა დაჯავშნა და საუკეთესო ადგილი შეუკვეთა ტერასაზე.
თვითმხილველთა თქმით, პრეზიდენტის ცოლი მთელი ღამე ცეკვავდა დაახლოებით 28-30 წლის ახალგაზრდა მამაკაცთან.
ისინი ეხვეოდნენ ერთმანეთს და კოცნიდნენ. მოგვიანებით კი „მერსედესში“ ჩასხდნენ და გაუჩინარდნენ.
ესტონეთის კანცელარიაში ჟურნალში გამოქვეყნებულ მასალაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
