-
2014-08-22 13:45
პოლონელი წყვილი, რომელთაც პორტუგალიაში მოგზაურობისას ორი მცირეწლოვანი შვილი ახლდა თან, „სელფის“ გადასაღებად ერთ-ერთ უმაღლეს მთაზე აბობღდა.
როგორც ადგილზე მისული მაშველები აცხადებენ, ფოტო ეფექტური რომ გამოსულიყო, ცოლ-ქმარი მთის მაქსიმალურად ციცაბო ადგილას დადგა და წონასწორობა ვეღარ შეიკავა. სწორედ ამან გამოიწვია ტრაგედია.
გარდაცვლილებს სამოგზაუროდ 5 და 6 წლის შვილები ახლდნენ, რომლებიც ნანახით შოკირებულები არიან და სპეციალურ კურსს გადიან ფსიქიატრთან.
გარდაცვლილთა გვამების მოძებნა შემთხვევიდან მხოლოდ მეორე დღეს მოხერხდა.
etanews.ge