
ბელგიური გამოცემა „hbvl.be“ წერს, რომ ადგილობრივი „გენკის“ ქართველი ლეგიონერი, თორნიკე ოქრიაშვილი, შაბათს ღამით პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის დააკავა და მთელი ღამით პოლიციის განყოფილებაში დატოვა.
როგორც ირკვევა, „კორტრეიკსა“ და „გენკს“ შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, გუნდში მოთამაშე რამდენიმე ფეხბურთელმა ალკოჰოლი ჯერ გზაში მიიღო, შემდეგ კი ქეიფი სამხრეთ აფრიკელი ლეგიონერის ნგონგკა ანელეს ნომერში გააგრძელა.
ოქრიაშვილის გარდა, წვეულებაზე, აფრიკელები, ლომბე მბოიო და ერვე კეიჯიც იყვნენ. გვარიანად შემთვრალი ოქრიაშვილი და ნგონგკა წაკინკლავებილან, თუმცა ფიზიკურად გაუსწორდნენ თუ არა ერთმანეთს, გამოცემა დაზუსტებით ვერ წერს.
ერთი კი ცნობილია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა აფრიკელი თანაგუნდელები „მაიმუნებად“ მოიხსენია.
საბოლოოდ ოქრიაშვილმა ნგონგკას ნომერი დატოვა და ავტომობილით შინ წავიდა. გზაში საწვავი გამოელია და სწორედ ამ დროს მივიდა მასთან პოლიცია.
სავარაუდოდ კლუბმა ქართველი ლეგიონერი უკვე დააჯარიმა, სხვა სანქციების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
http://sportsmen.cp.ge/