
ბიზნესმენმა არკადი გაიდამაკმა ქალიშვილს ქორწილი იერუსალიმში გადაუხადა.
პროფესიით იუველირი ეკატერინე გაიდამაკის მეუღლე რაფაელ ხლიფი ბანკის თანამშრომელია.
საქართველოს ექსპრეზიდენტის შვილიშვილი, სოფო შევარდნაძე ქორწილში საპატიო სტუმრად იყო მიწვეული. ღონისძიებას რუსული ელიტის არაერთი წარმომადგენელი ესწრებოდა.
ცერემონიაზე კამერების წინ პოზირებდა თავად გაიდამაკი, რომელიც ჭორების თანახმად, ქართველ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პარტნიორი გახლდათ და სწორედ გაიდამაკი დაეხმარა ივანიშვილს დიდი ფულის შოვნაში.
ამბობენ, რომ როდესაც გაიდამაკი იარაღით უკანონოდ ვაჭრობდა, ფინანსურ მომსახურებას მას ივანიშვილის კუთვნილი ბანკი რასისკი კრედიტი უწევდა.
http://droni.ge/