
სოჭის სამმხრივი მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, სომხეთის პრეზიდენტმა ადგილობრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში რამდენიმე სკანდალური განცხადება გააკეთა.
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის განცხადებაზე, თუ სომხეთი ავიადარტყმას მიიტანს მინგეჩაურის ჰიდროელეტროსადგურზე, ერევანი აღიგვება პირისაგან მიწისა, სარქისიანმა განაცხადა, რომ მხარეები კარგად არიან ინფორმირებული ერთმანეთის შესაძლებლობების შესახებ.
„აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ ნახჭევანიდან მიწვდნენ თვით ერევანსაც კი თუ დაიწყება საომარი მოქმედებები, თუმცა ეს შემთხვევა დაუსჯელი არ დარჩება და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ კარგად იცის რა შესაძლებლობები აქვს სომხეთის შეიარაღებულ ძალებს...
სომხეთს გააჩნია ბალისტიკური რაკეტები, რომლის მოქმედების რადიუსი სამას კილომეტრზე მეტია და ძალიან მოკლე დროში შეუძლიათ ნებისმიერი აყვავებული, დასახლებული პუნქტი ნანგრევებად აქციონ, ისეთ ნანგრევებად, როგორადაც იქცა აგდამი“, - განაცხადა სარქისიანმა.