
ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ბედნიერი წყვილი ვერავის ამჩნევდა და არც მაშინ ჰქონდათ რეაქცია, როდესაც გამვლელებმა მათ ფოტოები გადაუღეს.
თუმცა „მხიარულება“ ხუთ წუთში დამთავრდა და როგორც ჩანს ახალგაზრდებმა გაზონზე სექსისგან მძაფრი შეგრძნებები ვერ მიიღეს, რადგან პროცესის მთავარმა გმირმა ქალბატონმა აღნიშნა, რომ სახლში მის პარტნიორს ყველაფერი უკეთ გამოსდის.
ზღვარგადასული წყვილის ხუთწუთიან პერფომანსს პეტერბურგელები იუმორით შეხვდნენ და პოლიციის გამოძახება არავის უფიქრია, თუმცა სამართალდამცველების განცხადებით, წყვილს წვრილმანი ხულიგნობისთვის 15 დღემდე პატიმრობა შეეფარდება, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ მათ იპოვიან.
ექსპერტების თქმით, აქ მძაფრი შეგრძნებების ძიებასთან კი არა, ავადმყოფურ გადახრასთან გვაქვს საქმე.
მათი განცხადებით, ადამიანებს კულტურული დეგრადაციის პრობლემა გაუჩნდათ, რის გამოც უჭირთ ზნეობრივისა და უზნეობის ერთმანეთისგან გარჩევა. ეს ყველაფერი კი საზოგადოების სერიოზულ დაავადებაზე მიუთითებს.