-
2014-07-21 23:48
მას შემდეგ, რაც დონბასში „ბოინგის“ ჩამოგდების გამოძიებაზე კონტროლის უფლება მიიღო, ნიდერლანდების პროკურატურამ საქმეს სამხედრო დანაშაულის კვალიფიკაცია მისცა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განაცხდა, რომ „მალაიზიის ავიახაზების“ კუთვნილი ლაინერის კატასტროფის გამოძიება ნიდერლანდებში ჩატარდება.
მან ხაზი გაუსვა, რომ შეუთანხმდა ჰოლანდიის ხელისუფლებას საგამოძიებო მოქმედებების კოორდინაციის შესახებ, რათა დანაშაულის ჩამდენები და ორგანიზატორები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-11-30 17:01
-
2016-11-29 16:37
-
2016-06-26 12:48
-
2016-03-30 18:14