-
2014-07-21 12:44
2006 წელს რუსეთიდან გამოსახლებულ ქართველთა შორის ერთ-ერთი გოგონაც მოხვდა, რომელიც ჰყვება, რომ მოსკოვში სექსის გარეშე სხეულით ვაჭრობდა და ფულს პატიოსანი გზით შოულობდა.
გოგონა ჟურნალთან ინტერვიუში ჰყვება, რომ ის თავდაპირველად მოდელად წავიდა მოსკოვში სამუშაოდ, მაღაზიებში მოდელად მუშაობდა, თუმცა შემდეგ, აგენტმა შესთავაზა, რომ ე.წ. „ცოცხალ მაგიდად“ ემუშვა.
„სტრიპტიზ-კლუბში ვმუშაობდი, სადაც მაგიდის ფუნქციას ვასრულებდი. ანაზღაურება დროისა და პოზების მიხედვით ხდებოდა, თუმცა ყველა შემთხვევაში, მაგიდის ფუნქცია იგივე იყო. მთლიანად შიშველს მხოლოდ და მხოლოდ მაგიდის ფუნქცია უნდა შემესრულებინა. მაგალითად, მაგიდაზე შიშველი ვწვებოდი და ჩემს სხეულზე აწყობდნენ ხილს და ტკბილეულს, საიდანაც კლიენტები მიირთმევდნენ, ასევე, ოთხზე დამდგარს, ზურგზე მეწყო", - ამბობს გოგონა ინტერვიუში.
მისივე თქმით, კლიენტს „ცოცხალი მაგიდის“ წაბილწვა აკრძალული ჰქონდა და შესაბამისად სექსიც.