-
2014-07-21 08:02
მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ვლადიმირ პუტინს სამი დღის ვადა მისცეს, რათა დონბასელ ბოევიკებზე გავლენა მოეხდინა და „ბოინგის“ ჩამოგდების ზონაში საერთაშორისო ექსპერტების მუშაობა უზრუნველეყო, რუსეთის პრეზიდენტმა სეპარატისტებს მიმართა.
ვლადიმირ პუტინის ვიდეომიმართვაში, რომელიც კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, რუსეთის პირველი პირი მიმართავს „დონეცკისა და ლუგანსკის წარმომადგენლებს“, უზრუნველყონ „ჰუმანიტარული კორიდორის შექმნა და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის სრულმასშტაბიანი, უპირობო უსაფრთხოება“.