-
2014-07-20 20:56
ნიდერლანდებში საყოველთაო გლოვაა გამოცხადებული, რაც „მალაიზიის ავიახაზების“ კუთვნილი „ბოინგის“ ჩამოგდებითაა გამოწვეული. გადაიდო ყველა სანახაობრივი და გასართობი ღონისძიება, სახელმწიფო და კერძო დაწესებულებათა ოფისებთან გლოვის ნიშნად დაუშვეს სახელმწიფო დროშები.
საყოველთაო გლოვას სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსიც შეუერთდა, საელჩოებისა და საკონსულოების შენობების ფლაგშტოკებზე დაუშვეს სახელმწიფო დროშები, თუმცა, როგორც სხვადასხვა გამოცემა წერს, არის გამონაკლისიც და ასეთია ჰააგაში რუსეთის საკონსულო.
რუსეთის სახელმწიფო დროშა ჰააგაში მდებარე რუსეთის საკონსულოს ეზოში ფლაგშტოკზე დაშვებული არ იყო - ფაქტი ფოტოზე გადაიღო და გამოაქვეყნა ქვეყნის ერთერთმა უდიდესმა ყოველდღიურმა გაზეთმა De Telegraaf.
„კრემლის დიპლომატიური მისია გამონაკლისი აღმოჩნდა. მაშინ, როცა სხვა საელჩოებში დროშები გლოვისა და სოლიდარობის ნიშნად დაუშვეს, იგივე არ გააკეთა ჰააგაში რუსეთის საკონსულომ“, - წერს De Telegraaf.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-11-30 17:01
-
2016-11-29 16:37
-
2016-06-26 12:48
-
2016-03-30 18:14