
უკრაინის ტერიტორიაზე, დონეცკთან ჩამოგდებული „ბოინგ 777“-ის ბორტზე მყოფი 298 მგზავრიდან არავინ გადარჩენილა. დაღუპულთა შორის 15 ეკიპაჟის წევრია.
„ევრონიუსის“ ცნობით, ბოინგის მეორე პილოტი, ფიდრაუს რაჰიმი 21 ივლისს 27 წლის გახდებოდა.
გარდაცვლილის დის, როზანას თქმით, ფიდრაუსის მეუღლე და ოჯახი მისი ძმის იუბილესთვის ემზადებოდა.
„ბოლოს ფიდრაუსი დედას თვითმფრინავიდან ეკონტაქტა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ფიდრაუს რაჰიმი ერთი წელიც არ არის რაც დაოჯახდა.
მისი მეუღლე პროფესიით ექთანია.