
კუბის ყოფილმა პრეზიდენტმა თითქმის სიტყვასიტყვით გაიმეორა ვლადიმირ პუტინის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თვითმფრინავის კატასტროფაზე ის ქვეყანაა პასუხისმგებელი, რომლის საჰაერო სივრცეშიც ლაინერი იმყოფებოდა.
კასტროს განცხადებით, ეს „პროვოკაცია“ უკრაინის მთავრობის მიერაა მოწყობილი. მან უკრაინის მთავრობას, უწოდებს „ანტირუსული, ანტიუკრაინული და იმპერიალისტური“ უწოდა. კუბის ლიდერს „როიტერი“ ესაუბრა. ფიდელ კასტრომ გააკრიტიკა აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა უკრაინის მთავრობისა და ისრაელის მიერ ღაზას სექტორის დაბომბვების მხარდაჭერის გამო.