-
2013-11-25 14:30
უკრაინის ერთერთი უძველესი ქალაქ ლუცკის თავზე ევროკავშირის დროშა ფრიალებს, ხოლო ქალაქის მერმა საბჭოს წევრები რიგგარეშე სხდომაზე მიიწვია.
საბჭოს წევრები აპირებენ, ერთობლივი მიმართვა შეიმუშაონ და გამოაქვეყნონ, სადაც უკრაინის ევროინტეგრაცაიას დაუჭერენ მხარს. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ქალაქის საბჭოს შენობის თავზე, ქალაქის დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშაც აღმართულიყო, ქალაქის თავმა ნიკოლოზ რომანიუკმა მიიღო.
ლუცკი უკრაინაში, ვოლინის ოლქის ადმინისტრაციის ცენტრია. ის ერთერთი უძველესი ქალაქია უკრაინაში - პირველ ისტორიულ წყაროებში ის 1085 წელს მოიხსენიეს. 2009 წლის მონაცემებით, ლუცკში 209 ათასზე ოდნავ მეტი ადამიანი ცხოვრობს.