ვის უნდა სუში შიშველი ქალის სხეულიდან

Image

თუკი დაძაბული და ნაყოფიერი წლის შემდეგ გემრიელი დასვენება გადაწყვიტეთ და   გულის სიღრმეში მაინც თვლით, რომ „გადასატვირთად“ და გონების გასავარჯიშებლად დროის ეგზოტიკურად გატარება გჭირდებათ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოძებნით უცნაურ „გასართობს“.

 

 

იაპონიაში მოქმედებს უჩვეულო რესტორანი „ნიატამორი“, რომლის  მესვეურებმა სასარგებლოს სასიამოვნო შეუხამეს, ძველ იაპონურ ტრადიციას დაესესხნენ და არც მოტყუვდნენ: მათ მიერ შემუშავებული კონცეფცია უამრავ ცნობისმოყვარე ადამიანს იზიდავს.

 

„ნიატამორი“ იაპონურად ქალის სხეულის ხელოვნებას ნიშნავს და სტუმრებს ნაციონალური სუშის მირთმევას პირდაპირ შიშველი გოგონას სხეულიდან სთავაზობს. სანახაობა რომ ეგზოტიკური იქნება, ამაში ორი აზრი არ არსებობს.

 

მით უფრო, რომ ასეთი ტიპის რესტორანში „ლანგარის როლზე“ პრეტენდენტთა შერჩევა საკმაოდ მკაცრად ხდება: გოგონა მოდელის გარეგნობას უნდა აკმაყოფილებდეს, ქალიშვილი უნდა იყოს და შეძლოს მაგიდაზე გაუნძრევლად საათობით წოლა, ამასთან რეაქცია არ ჰქონდეს მაგიდასთან მსხდომთა საუბარზე და ჩხირებით ჩხვლეტაზე, რომლითაც სუშის მიირთმევენ.

 

ამბობენ, სუფრაზე შიშველი, ეგზოტიკურად მორთულ-მოკაზმული ქალიშვილის ხილვის შემდეგ სხეულზე დაწყობილი და სხეულის ტემპერატურამდე გამთბარი სუში განსაკუთრებულად გემრიელი ხდება.

 

იაპონურ რესტორანში სტუმრებისთვის გარკვეული აკრძალვაც მოქმედებს: მათ არ აქვთ უფლება გოგონას გაესაუბრონ და თავის მხრივ, გოგონასაც ეკრძალება რესტორნის სტუმრებთან ნებისმიერი სახის კონტაქტში შესვლა.

 

„ნიატამორის“ იაპონურ ნოვაციას კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ, კონცეფციის მოწინააღმდეგეთა აზრით, სუფრაზე თეფშის ნაცვლად ახალგაზრდა ქალის „გამოყენება“ ადამიანის უფლებას ლახავს. ამის საპირისპიროდ, იდეის მომხრეები ამტკიცებენ, რომ „ნიატამორში“ - ქალის სილამაზის და გემრიელი საკვების ზეიმია.

cyshi.jpg

suahi1.jpg

sushi4-1.jpg

sushi5.jpg

sushi6-1.jpg

syahi3-1.jpg

sushi7.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !