
საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ჰოლანდიურმა კომპანიამ „E-Njoint B.V.“ მსოფლიოში პირველი ელექტრონული სიგარეტი გამოიგონა, რომელშიც მსუბუქი ნარკოტიკების დამატებაა შესაძლებელი.
სიახლე ნიდერლანდების მოსახლეობისთვის აბსოლუტურად ლეგალურია. მწარმოებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ ელექტრონული „კასიაკები“ქსელში გასვლისთანავე იყიდება. მართალია, გაყიდვაში არსებული პროდუქცია ნარკოტიკს არ შეიცავს, მაგრამ სურვილის მიხედვით მასში მარიხუანას დამატება შეიძლება.
ამის აღსანიშნად, ელექტრონულ სიგარეტზე მარიხუანას მანათობელი ფოთოლია გამოსახული. „ჰოლანდია ცნობილია თავისი ტილერანტული და ლიბერალური დამოკიდებულებით ნარკოტიკების მიმართ.
ახალი პროდუქტის გამოჩენა იმის მიმანიშნებელია, რომ სანამ თქვენ ხელს არავის უშლით და კანონთანაც პირნათელი ხართ, ყველაფერი რიგზეა“, - აღნიშნა ელექტრონული სიგარეტის მწარმოებელი კომპანიის დირექტორმა მენო კონტანტმა.
კომპანია აქამდეც უშვებდა ელექტრონულ სიგარეტს, თუმცა მას ხილის არომატი ჰქონდა და ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე შექონდათ. ახალი პროდუქტი კი მხოლოდ ნიდერლანდებში გაიყიდება.