-
2014-02-01 16:42
რამდენიმე საათის წინ ნუცუბიძის პლატოს პირველ მიკრორაიონში დაუდგენელმა პირებმა TBC ბანკის სწრაფი გადახდის აპარატი გატეხეს.
განახლებულია: 17:18
შსს–ს პრესსამსახურში "აფხაზეთის ხმას" უთხრეს, რომ აპარატი დაზიანდა და პოლიციის გამოძახება სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდა, თუმცა, აპარატიდან თანხა წაღებული არ არის.
–
დილიდანვე გადაკეტილი იყო ის ტერიტორია, სადაც აპარატი იყო განთავსებული. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და კრიმინალისტები იყვნენ მობილიზებული.
სავარაუდოდ, ძარცვის ორგანიზატორებმა მოახერხეს, აპარატში ჩარიცხული თანხა წაეღოთ. მიმდინარეობს გამოძიება.
ფოტო საიტიდან განცხადებები.ჯი