ერთ-ერთმა ამერიკულმა ჟურნალმა გამოაქვეყნა მეცნიერთა დასკვნა იმის შესახებ, რომ თურმე ნუ იტყვით და, ლოთების სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრად მეტია არამსმელებისაზე.
გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერები 20 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 1824 ადამიანს, რომელთა ასაკი 55-დან 65 წელს შეადგენდა. კვლევის განმავლობაში გარდაიცვალა არამსმელთა 67%, ლოთების 60% და ზომიერად მსმელთა 41%.
დაბალი სიკვდილიანობა აღინიშნა ზომიერად მსმელთა შორის. როგორც ირკვევა, ის, ვინც დღეში ერთ-ორ ჭიქა ღვინოს მიირთმევს, იუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და გულის დაავადების რისკს იმცირებს.
http://www.for.ge/view.php?for_id=33663&cat=6