-
2014-05-30 22:09
რეჟისორი კვენტინ ტარანტინომ და მსახიობმა უმა თურმანმა დიდი ხნის მეგობრობა რომანტიკულ ურთიერთობებში გადაიყვანეს.
ამის შესახებ გამომცემლობა Us Weekly სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება. რეჟისორმა და მსახიობმა მას შემდეგ გადაწყვიტეს შეხვედრა, რაც ერთი თვის წინ უმამ ჩაშალა ნიშნობა საქმროსთან აპარდ ბიუსსონთან, ხოლო რეჟისორმა კი გაწყვიტა დიდი ხნის ურთიერთობა კოსტუმების მხატვართან კორტნი ჰოფმანთან.
წყაროს ცნობით, ტარანტინოსა და თურმანის ურთიერთობები „შემდეგ ეტაპზე“ კანის კინოფესტივალის შემდეგ გადავიდა.
წყვილმა დაიქირავა ვილა ზურმუხტოვან სანაპიროზე, რომლის შემდეგ მათი რომანი ელვისებური სისწრაფით განვითარდა. „ტარანტინოს მრავალი წელია უყვარდა უმა თურმანი. მათ ეს ყველაფერი გაცილებით ადრე უნდა დაეწყოთ“-აღნიშნა წყარომ.
მეორე წყაროს ცნობით, „ტარანტინოსა და უმა თურმანს შორის ყოველთვის იყო ლტოლვა, უმა უბრალოდ მთელი ამ ხნის განმავლობაში დაკავებული იყო სხვა მამაკაცებით, ამიტომ მათი ურთიერთობა არ ვითარდებოდა“.