სოციალურ ქსელში Facebook შოკისმომგვრელი კადრები გავრცელდა - ქვეყნის პოლიციამ გარეუბნებში „წმენდა“ ჩაატარა და ქუჩის ბავშვები დახოცა, რათა ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გაეწმინდათ.
cyberwarzone.com აქვეყნებს ფოტოს, რომელიც, სავარაუდოდ, Facebook-ში საკუთარ გვერდზე პოლიციელებმა განათავსეს წარწერით „წარმატებული ოპერაცია“.
„ჩვენ არ ვსტუმრობთ გარეუბნებს იმისათვის, რომ მოვკვდეთ. ჩვენ მივდივართ გარეუბნებში იმისათვის, რომ მოვკლათ“ - ასეთი შინაარსის წარწერა აქვს ერთ-ერთ ფოტოს.