
თურქეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 786 შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ” ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სულ თურქეთში გამოვლენილია კორონავირუსის 20 921 შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი 425-ს შეადგენს.