
საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს მრევლის გარეშე აღნიშნავს.
ამის შესახებ გადაწყვეტილება საბერძნეთის (ელადის) მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო.
„ყველა უნდა დაემორჩილოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ინსტრუქციებს და არ უნდა აყვნენ მათ, ვინც დაუმორჩილებლობის მოწოდებით გამოდის, რაც არსებულ გარემოში დაუშვებელია, თუნდაც ქრისტიანული რწმენის სახლით“, – ნათქვამია სინოდის განცხადებაში.