ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ საქართველო საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლებოდა ამ რთულ დროს ყოფილიყო.
"ჩვენ ველოდებით სპეციალური ზომების მიღებას ეკონომიკის, ბიზნესისა და საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად. ეს აუცილებლად ძალიან გრძელი პროცესი იქნება, მაგრამ ამ პროცესში ერთად ვიქნებით. ეს არის დრო, როდესაც ჩვენ ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ", — განაცხადა ჰარცელმა