-
2020-03-23 15:32
სამხრეთ კორეაში ბოლო ერთ თვეში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის ახალი 64 შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამში კი 8961 ადამიანია ინფიცირებული და 111 გარდაცვლილი.
სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშეა და მათ ხანგრძლივი ომი ელით ინფექციის წინააღმდეგ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.