
გერმანიის ქალაქ მიუნხენში მყოფ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, ინფიცირებულ მოქალაქეს ვირუსის მსუბუქი ფორმები აღენიშნება.
„ მოქალაქეს დაუკავშირდა საქართველოს საელჩო, კერძოდ საკონსულო მიუნხენში, გაეცნო მის მდგომარეობას. მუდმივად არის საკონსულო მათთან კავშირზე. საქართველოს მოქალაქეს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია გერმანელ მედიკოსებთან, რომლებმაც მიუთითეს მკურნალობის მეთოდოლოგია მისი მდგომარეობის გათვალისწინებით. საკონსულო მუდმივად რჩება მასთან კონტაქტზე და საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩენს საჭირო დახმარებას."-ახ
ხადებენ უწყებაში.