-
2020-03-09 11:15
პორტუგალიის პრეზიდენტი მარსელუ რებელუ დე სოუზა კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება.
მარსელუ რებელუ დე სოუზამ ყველა საჯარო ღონისძიება გააუქმა და რამდენიმე დღით შინიდან იმუშავებს.ცოტა
ხნის წინ 71 წლის პრეზიდენტმა იმ სკოლის მოსწავლეთა ჯგუფს უმასპინძლა, სადაც ერთ-ერთ მოსწავლეს კორონავირუსი
აღმოაჩნდა .
პრეზიდენტთან შეხვედრაზე აღნიშნული მოსწავლე არ იმყოფებოდა, თუმცა მარსელუ რებელუ დე სოუზამ თვითიზოლაციის
გადაწყვეტილება მიიღო.
პორტუგალიაში კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული.