
ირანში კორონავირუსით ინფიცირებული მინიმუმ 210 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია BBC-ის
ადგილობრივ განყოფილებას ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებმა ანონიმურად დაუდასტურეს.
BBC-ის ცნობით, დაღუპულთა უმრავლესობა დედაქალაქ თეირანში იმყოფებოდა, ხოლო 19 — კუმში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ვირუსი აღმოაჩნდა ირანის ჯანდაცვის მინისტრის
მოადგილეს, ირაჯ ჰარირჩის.