
ბელარუსში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით,
ვირუსით ინფიცირებული ირანის მოქალაქეა
ის ბელარუსში 23 თებერვალს ბაქოდან ჩავიდა.
ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი თავს კარგად გრძნობს.
ცნობისთვის, კორონავირუსის ინფექცია პირველად 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში გავრცელდა.