
კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო იტალიის ხელისუფლებამ საგანგებო ზომებს მიმართა.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც დაინფიცირებულთა რიცხვმა 79-ს მიაღწია, პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ ქვეყნის
ჩრდილოეთში, ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში კარანტინი გამოაცხადა. ხელისუფლებამ 50 000-მდე
ადამიანს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა, ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების შესრულებას
~პოლიცია და სამხედროები გააკონტროლებენ.
ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში გაუქმდა სასწავლო პროცესი, გადაიდო ყველა სპორტული ღონისძიება,
მათ შორის ფეხბურთში იტალიის ჩემპიონატის სამი მატჩი.
იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 30 სახელმწიფოში უკვე კორონავირუსით
დაინფიცირების 1 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 19-ს მიაღწია.