
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების შეჩერების
შესაძლებლობა სულ უფრო მცირდება.
როგორც ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, მსოფლიო ჯერ კიდევ არის იმ ფაზაში, როდესაც
დაავადების გავრცელების შეკავება შესაძლებელია, თუმცა მისი თქმით, „შესაძლებლობის ფანჯარა სულ უფრო
ვიწროვდება“.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა მას შემდეგ გააკეთა, რაც კორონავირუსი ლიბანში, ირანსა და ისრაელში
გამოვლინდა.
ჩინეთში გავრცელებულ კორონავირუსს უკვე 2200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 75 ათასზე მეტი კი
დაინფიცირდა.