
გერმანიის მთავრობამ ინტერნეტში სიძულვილის ენის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
ინიციატივა სოციალური ქსელების პლატფორმებს უკანონო კონტენტის შესახებ სამართალდამცავი
ორგანოებისთვის შეტყობინებას ავალდებულებს. კერძოდ, საუბარია მკვლელობის მუქარის, სიძულვილის
გაღვივებისა და სხვა სახის კონტენტის შესახებ.
როგორც გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, კრისტინე ლამბრეხტმა აღნიშნა, ახალი საკანონმდებლო პაკეტის
მიღებით ხელისუფლება სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს.