
ელაზიგის პროვინციაში გადაარჩინეს ქალი, რომელიც მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებში 17 საათი
იმყოფებოდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მაშველებმა ორმოცამდე ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.
საავადმყოფოებში მკურნალობას 120-ზე მეტი დაშავებული გადის. 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა
საღამოს საათებში ელაზიგის პროვინციაში მოხდა.