
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის თურქეთში, ელზაგის
პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
"საქართველო უცხადებს სრულ სოლიდარობას თავის მოკავშირესა და მეგობარს. ჩვენ ვიზიარებთ თურქი
ხალხის, განსაკუთრებით კი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას და დაზარალებულებს
სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ", — წერია სამინისტროს მიმართვაში.