
თურქეთში, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით,
დაშავდა 550 ადამიანი
შენობების ნანგრევებში ამ დრომდე გრძელდება მოქალაქების სამძებრო ოპერაცია.
ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ სირვიჯეში მდებარეობდა. ბიძგების სიმძლავრე
6,7 მაგნიტუდას აღწევდა.
ყველა მეტად დაზარალდა ელაზიღისა და მალათიის პროვინციები. დანგრეულია ათეულობით შენობა.
ცნობილია, რომ ორი ადამიანი სტიქიის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა.