
ამერიკულ თვითმფრინავებს ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენა აეკრძალათ.
ცნობას ამის შესახებ Twitter-ზე აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური ადმინისტრაცია აქვეყნებს.
გადაწყვეტილების მოტივად ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება სახელდება.
შეგახსენებთ, რომ ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ირანმა სარაკეტო იერიში მიიტანა.