-
2015-12-19 21:42
ნატოს საჰაერო პოლიციის გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო საზღვართან რუსეთის კუთვნილ სამხედრო თვითმფრინავს გზაგადამჭრელი დაუპირისპირეს. ამის შესახებ "ტვიტერზე" ლატვიის შეიარაღებული ძალების მიკრობლოგზე იტყობინებიან.
ნატოს გამანადგურებლები გზის გადამჭრელის ფუნქციით მას შემდეგ გამოიყენეს, რაც რუსული "ილ-20" ლატვიის საჰაერო სივრცეს დასაშვებზე მეტად მიუახლოვდა. "ილ-20" რადიოელექტრონული დაზვერვის სამხედრო თვითმფრინავია.
"ნატოს საჰაერო პოლიციამ 19 დეკემბერს, ბალტიის ზღვის თავზე, საერთაშორისო სასაჰაერო სივრცეში, ლატვიის საზღვართან ახლოს, იდენტიფიცირების შემდეგ მოახდინა "ილ-20"-ის გზის გადაჭრა, რომელიც რუსეთის არმიას ეკუთვნის", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, მიკრობლოგზე აღნიშნულია, რომ ბალტიისპირეთის არცერთი ქვეყნის საჰაერო სივრცე არ დარღვეულა.