
"როგორც პრეზიდენტმა, როგორც კონსტიტუციისა და მოქალაქეების უფლებების დაცვის გარანტმა, არ შემიძლია გვერდი ავუარო სამარცხვინო ინციდენტს, რომელიც ორშაბათს რეფორმების ეროვნულ საბჭოში მოხდა", - აღნიშნა პოროშენკომ.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დისკუსია ამ საბჭოს სხდომებზე ხშირად ძალზე მწვავეა, რადგანაც იქ ხდება სხვადასხვა შეხედულებების შეჯახება.
"მაგრამ, ეროვნულ საბჭოში, როგორც არსად, დაუშვებელია ლანძღვა-გინება და შეურაცხყოფა, -განსაკუთრებით ისეთი, რომელსაც რასისტული ქვეტექსტი აქვს, რომელიც შეეხება ადამიანის ეროვნულ ღირსებას, ეჭვქვეშ აყენებს მის უკრაინულ პატრიოტიზმს, სთავაზობენ მას "წაეთრიოს უკრაინიდან", - მიაჩნია პრეზიდენტს.
"ეს მე მოვიწვიე უკრაინაში რეფორმატორების საერთაშორისო გუნდი, რომელიც უკვე ნამდვილად უკრაინულია არამარტო მათი პასპორტების მიხედვით, არამედ სულითაც. და არ ვნანობ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე", - განაცხადა მან.
"მეორეს მხრივ, კორუფციასთან ბრძოლა - ეს შოუ-ბიზნესის დარგი არ არის. მე ვისურვებდი, რომ არც სახელმწიფო მოსამსახურეები, არც სახალხო დეპუტატები არ მონაწილეობდნენ მსგავს "სპექტქკლებში"", - დაამატა პოროშენკომ.
"უფრო დამაჯერებელი ის პიროვნება კი არ იქნება, რომელიც ლამაზად ილაპარაკებს, არამედ ის, რომელიც თავის მტკიცებულებებს წარადგენს ანტიკორუფციულ ბიუროში. დადგა დრო, როცა ანტიკორუფციული შოუდან ანტიკორუფციულ საქმეებზე უნდა გადავიდეთ" - თქვა პრეზიდენტმა.