
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანატოლი ანტონოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით ულტრანაციონალური ორგანიზაცია „ერგენეკონის“ ლიდერმა განცხადება შეიტანა.
საქმის აღძვრის მიზეზად მახირ აკკარმა თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის დისკრედიტაცია და „პრეზიდენტის შეურაცხყოფა“ დაასახელა. იქვე მან აღნიშნა, რომ თურქეთის ლიდერის კრიტიკა შესაძლებელია, მხოლოდ ის „ზღვარს არ უნდა გადასცდეს“.
„ეს დემოკრატიული უფლება, ჩვენ ვერ დავხუჭავთ თვალს სხვა ქვეყნის პრეზიდენტებისა და თანამდებობის პირების მხრიდან ჩვენი პრეზიდენტის შეურაცხყოფაზე“, - აღნიშნა თურქმა პოლიტიკოსმა და დაამატა, რომ რუსი ჩინოვნიკები უნდა დაისაჯონ იმ ცრუ ბრალდებებისა და ჭორებისთვის, რაც მოჰყვა რუსული სუ-24-ის ჩამოგდებას.