-
2015-12-09 11:39
თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯოშ ერნესტმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო კანდიდატის მოწოდება, არ შეუშვან აშშ-ში მუსულმანები, უფლებას ართმევს მას, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, წერს Reuters.
ერნესტმა აღნიშნა, რომ ტრამპის კომენტარები შეურაცხმყოფელი და "შხამიანი" იყო. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ რესპუბლიკური პარტიის სხვა კანდიდატებმა ახლავე უნდა გარიცხონ ტრამპი პარტიიდან.
ადრე თეთრ სახლში ტრამპის განცხადება ეროვნულ უსაფრთხოებასთან შეუთავსებლად მიიჩნიეს.
ტრამპის პრესს-სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც გამოთქმულია აზრი, რომ მუსულმანებს აეკრძალოთ ქვეყანაში შესვლა. ტრამპის აზრით, ვიდრე სიძულვილის მიზეზი გარკვეული არ იქნება, მოსახლეობა არ უნდა იქცეს იმ ადამიანების მსხვერპლად, რომელთაც მხოლოდ ჯიხადის სწამთ.