-
2015-12-09 10:59
რუსეთის დიდმა სადესანტო ხომალდმა "სარატოვმა", რომელმაც ბოსფორის სრუტე გადალახა და სირიისკენ მიემართებოდა, თურქული მხარის მიმართ უპატივივცემლობა გამოავლინა.
კერძოდ, "სარატოვი" არ დაემორჩილა საერთო წესს და უარი თქვა ასეთი შემთხვევებისთვის გათვალისწინებულ რიტუალზე, რაც თურქეთისადმი პატივისცემის ნიშნად ქვეყნის სახელმწიფო დროშის აღმართვას ითვალისწინებს.
რუსულმა ხომალდმა ბოსფორი და დარდანელი გადალახა და სირიის პორტ ტარტუსისკენ გაემართა, სადაც ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ბაზაა განთავსებული.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2015-09-21 04:57
-
2015-04-17 23:47
-
2015-03-27 15:40
-
2015-02-23 01:38