
დარდანელის სრუტის გავლით მარმარილოს ზღვაში, შემდეგ კი, სავარაუდოდ, სირიისკენ მიმავალ რუსულ მშრალ ტვირთმზიდს თურქეთის საზღვაო ფლოტის წყალქვეშა ნავი შეხვდა.
თურქულმა მედიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, აღწერის მიხედვით, 30 ნოემბერსაა გადაღებული ქალაქ ჩენაკალეს მიდამოებში და მასზე ჩანს, როგორ მიემართება ნელი სვლით იმ დროისთვის წყალზედა პერიმეტრზე ამოსული თურქული წყალქვეშა ნავი რუსული საზღვაო ტრანსპორტისკენ.
ვიდეოზე რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი დიდი საზღვაო მშრალი ტვირთმზიდი "იაუზაა" ("Яуза") აღბეჭდილი.