„აღმოსავლეთის ტრანზიტი“, ანუ საქართველო სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხის წინაშე

Image

„სატრანსპორტო დერეფნები რუსეთის ფედერაციიდან ახლო აღმოსავლეთში - როგორ მიაწვდის იარაღს რუსეთი აღმოსავლეთ ევროპას თურქეთთან ინციდენტის შემდეგ“ , -

 

ამ სათაურით, 29 ნოემბერს, გამოქვეყნდა პუბლიკაცია რუსულ საინფორმაციო პორტალზე  lenta.ru. სტატიაში მოცემულია სავარაუდო სატრანზიტო დერეფნების განლაგება და სრულადაა იგნორირებული სატრანზიტო სახელმწიფოების მოსაზრება და პოზიცია. შემოგთავაზებთ რამდენიმე ამონარიდს:

 

•          საავტომობილო კომუნიკაცია. „სახმელეთო შეტყობინება რუსეთ-ირანს შორის ამიერკავკასიის გავლით რამდენიმე სატრანზიტო გზითაა შესაძლებელი: კასპიის ზღვის გასწვრივ, დაღესტნისა და აზერბაიჯანის გავლით და საქართველოს სამხედრო გზით, ჯვრის უღელტეხილის გავლით - ჩრდილო ოსეთიდან საქართველოში და შემდეგ სომხეთიდან ირანში. უფრო მეტად მოსახერხებელია ტრანსკავკასიული მაგისტრალი, რომელიც აკავშირებს რუსეთს ირანთან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკით (რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი საქართველოში), საქართველოთი და სომხეთით. ამასთან, 2014 წელს, რუსეთმა ვადაზე ადრე დაასრულა როკის გვირაბის მოდერნიზაციისა და გაფართოების სამუშაოები, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ტრანსკავკასიური მაგისტრალის სატრანზიტო პოტენციალი.    

 

•          სარკინიგზო კომუნიკაცია. „აგვისტოს დასაწყისში, რუსეთის ფედერაციის სარკინიგზო ჯარებმა დაიწყო აფხაზეთის რკინიგზის მაგისტრალის წმენდა ოჩამჩირედან ენგურამდე, საქართველოს საზღვრამდე (ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი რუსეთთან)“.    

 

•          სტატიის რეზიუმეში აღნიშნულია: „რუსეთიდან ირანში სახმელეთო დერეფნების გახსნა  და მისი გამოყენება სამხედრო და სტრატეგიული ტვირთების გადასატანად დამოკიდებულია სატრანზიტო ქვეყნების პრობლემაზე.

 

აღმოსავლეთის მარშრუტი  დერეფნისა „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ ნეიტრალური თურქმენეთის ტერიტორიაზე გადის, რომელიც არავის მისცემს უფლებას საკუთარ ტერიტორიაზე ჯარების გატარებისა.

 

ირანს სავსებით ხელს აძლევს მარშრუტი, რომელიც  აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის. რაც შეეხება  საქართველოს, ქართული  მარშრუტები დაბლოკილია რუსეთთან, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან კონფლიქტის გამო. ამასთან, 2016 წლის შემოდგომაზე, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები ტარდება  და სახელისუფლო სტრუქტურებში ცვლილებებმა, შესაძლებელია, სატრანზიტო მარშრუტების გახსნის შესაძლებლობები გააჩინოს“.     

 

რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ეჭვქვეშ დავაყენოთ პროვოკაციული მომენტების შემცველი პუბლიკაციის ავტორის კომპეტენცია, მაგრამ შეშფოთების საბაბი ნამდვილად არსებობს. მისი „გენიალური დასკვნები“ ხომ ფაქტებსა და კრემლის წყაროების ინფორმაციებზე დაყრდნობით კეთდება, რომლებიც უკვე თამამად ხატავენ სატრანზიტო სქემებს, მათ შორის საქართველოს გავლითაც.  

 

ამასთან დაკავშირებით, საჭიროა გავიხსენოთ გავრცელებული  ხმები იმის შესახებ, რომ  მიმდინარეობს კულუარული მოლაპარაკებები რუსეთიდან სომხეთში სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის შესახებ, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთზე (საქართველოზე), უნდა გაიაროს და რომლის ნაწილობრივი აღდგენითი სამუშაოები სარკინიგზო ჯარებმა  უკვე ჩაატარეს.

 

„აბაშიძე-კარასინის“ ფორმატში მიმდინარე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების უკანასკნელი სიახლეებიდან მიღებული მესიჯით, რუსეთი მზადაა გაამარტივოს საქართველოსთან ის სავიზო რეჟიმი, რომელიც, დაახლოებით 10 წლის წინ, ცალმხრივად, თავადვე დააწესა. ამ ყველაფერს დავუმატოთ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის იდუმალებით მოცული მოლაპარაკებები „გაზპრომთან“, რომლის შედეგებიც  საქართველოს რუსეთის ექსპანსიით ემუქრება.

 

 

tranzzz.jpg

 

 

საქართველო-რუსეთის ფედერაციის ყველა კონტაქტი ბუნდოვანია, რადგან ინფორმაციას ზემოაღნიშნული სიახლეების შესახებ, საზოგადოება ან მესამე წყაროებიდან იღებს, ან გაჟღერებულია რუსული მხარის მიერ, რის შემდეგაც ქართველ პოლიტიკოსებს უწევთ ამა თუ იმ ფაქტის აღიარება და მტკიცება იმისა, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის სასიკეთოდ ხდება და არანაირ საფრთხეს არ შეიცავს.       

 

არც ა.წ. თებერვალ-მარტის მოვლენების დავიწყება ღირს, როცა საქართველოში, კერძოდ,  თბილისში და იმავდროულად სხვა რეგიონებშიც, ამოუცნობი მოსიარულე ობიექტები დაფიქსირდა - „ტრანზიტული და ჩამოწერილი“ რუსული სამხედრო სატვირთოების სახით. საღადმოაზროვნე ქართველები მიიჩნევენ, რომ ეს იყო ტესტი ანუ მსგავს ქმედებებზე მოსახლეობის რეაქციის შემოწმება. საგულისხმოა, რომ მას შემდეგ დაფიქსირდა საზოგადოებრივი აზრის შემოწმებისა და მოსინჯვის სხვა მცდელობებიც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარედან.  

 

თუ ამ ფაქტორებს დავუმატებთ რუსეთის საზღვაო ფლოტისთვის თურქეთის სრუტეების ჩაკეტვის შესაძლებლობას, მაშინ ტრანზიტის ზემოაღნიშნული სქემა რეალური ხდება და შეშფოთების მიზეზიც იზრდება. მითუმეტეს ინფრასტრუქტურულ-ტექნიკური და სამხედრო კუთხით, რუსეთი მზადაა საკუთარი სატრანზიტო ჩანაფიქრი განახორციელოს.   

 

ახლა საქართველოს ჯერია, რომელიც ვალდებულია გამოავლინოს პრინციპულობა,  სიმტკიცე და არავითარ შემთხვევაში არ დანებდეს,  არ მოტყუვდეს რუსული „თაფლაკვერის“ პოლიტიკით. სკეპტიკოსები იტყვიან, რომ უფრო იაფი და უსაფრთხოა კასპიის ზღვით სამხედრო ტვირთების ბორნებით გადატანა, მაგრამ მაშინ რუსეთის ფედერაციის ინფრასტრუქტურული დაბანდებები აზრს კარგავს - ის ხომ მიმართული იყო საქართველოს მარშრუტზე და მასზე უარის თქმა ნიშნავს იმას, რომ რუსეთი კარგავს შესაძლებლობას, რეალიზაცია გაუკეთოს საკუთარი ჩანაფიქრის ერთ-ერთ პუნქტს - ჩაყლაპოს საქართველო.

 

არ შეიძლება დავუშვათ არათუ რაიმე სახის რუსული ტრანზიტი, არამედ ამ თემაზე ვაჭრობაც კი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო ავტომატურად იქნება ჩათრეული ახლოაღმოსავლეთის კონფლიქტში და რუსული ჩექმის ქვეშ ამოყოფს თავს. 

 

დიახ, არსებობს საფრთხე იმისა, რომ რუსეთმა თავხედური, პროვოკაციული ნაბიჯი გადადგას - არ მოერიდოს არც სამხედრო კომპონენტების გამოყენებას და  დერეფანი გაჭრას სომხეთში. სწორედ ამ საფრთხის გათვალისწინებით, ახლა, როგორც არასდროს, ქართველებს სჭირდებათ გამბედაობა, ერთიანობა და მტკიცე ნება, დროებით დავიწყება შიდაპოლიტიკური შუღლისა. საქართველო იმიტომაცაა სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო, იმისათვის ჰყავს შეიარაღებული ძალები, რომ მსაგავსი ტიპის მუქარებსა და საფრთხეებზე ოპერატიული რეაგირება მოახდინოს.

 

და თუ ბრძოლა მაინც მოგვიწევს, მტერს გავუმკლავდებით, რადგან ამ ბრძოლაში მარტონი არ ვიქნებით. ხოლო თუ „წითელ ხალიჩას“ გავუფენთ რუსულ ტრანზიტს, საქართველოს დამოუკიდებლობა იქვე დამთავრდება! 

 

ირაკლი კომახიძე, informnapalm.org

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !