-
2015-11-29 23:12
მარმარილოს ზღვაში, შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის ბოსფორის სრუტით დამაკავშირებელში, ასევე სრუტით, დარდანელისა და ეგეოსის ზღვების გამაერთიანებელში - დაიწყო თურქეთის სანაპირო დაცვის მასშტაბური სწავლებები.
თურქეთის სანაპირო დაცვის ხომალდები მარმარილოს ზღვის აკვატორიისკენ გაემართნენ. მათი ამოცანაა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების დაცვისათვის საწვრთნელი ქმედებების ჩატარება.
ინფორმაციის წყაროებზე დაყრდნობით, ეს სწავლებები შეიძლება დაკავშირებული იყოს თურქეთსა და რუსეთს შორის სიტუაციის გამწვავებასთან. რუსეთი ამ სრუტეებს სირიაში ტვირთების ტრანსპორტირებისთვის იყენებს.







მოამზადა თეიმურაზ ხუნდაძემ