
მდინარე ამურის ერთერთი კუნძული ვლადიმირ პუტინმა ჩინეთს გადასცა. დიდი ხანია, ოფიციალურ პეკინს ამ მიწაზე პრეტენზია აქვს. ინფორმაციას „კომსომოლსკაია პრავდა“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პრეზიდენტმა შესაბამის შეთანხმებას ხელი ჩინეთში მისი ვიზიტის დროს მოაწერა. შეთანხმების მიხედვით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიას მთლიანად უერთდება კუნძული ტარაბაროვ და კუნძულ დიდი უსურიის ნაწილი, რომელიც ხაბაროვსკის რაიონშია განთავსებული.
ჩინელებს პრეზიდენტმა პუტინმა სულ 337 კვადრატული კილომეტრი რუსული ტერიტორია გადასცა. სანაცვლოდ რუსეთმა მიიღო უფლება, გაზარდოს ეკონომიკური თანამშრომლობა ამ ქვეყანასთან.
აღსანიშნავია, რომ ამ კუნძულებს რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან დიდი უსურიის კუნძულზე გამაგრებული რაიონი და სასაზღვრო პუნქტი მდებარეობდა, ტარაბაროვის კუნძულზე კი მე-11 არმიის სანხედრო-საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების კუთვნილი თვითმფრინავების ასაფრენი ზოლის ტრაექტორიები.
აქვე იყო სამოქალაქო ავიალაინერების ტრაექტორიებიც, რომლებიც ფრენას ხაბაროვსკის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებენ. ტერიტორიების გადაცემის შემდეგ თვითმფრინავების ფრენისთვის ჩინეთის თანხმობა იქნება საჭირო. ექსპერტთა ცნობით, ჩინეთისთვის ამ ტერიტორიის გადაცემით რუსეთმა სამიდან ოთხ მილიარდ დოლარამდე იზარალა.