
"სირიის თავისუფალი არმიის" მებრძოლებმა, სადაც ბაშარ ასადის წინააღმდეგ აჯანყებულები იბრძვიან, სამთავრობო ძალებისა და რუსეთის კუთვნილი, განადგურებული საბრძოლო ტექნიკის ვიდეო გამოაქვეყნეს.
როგორც აჯანყებულები წერენ, ჰამის პროვინციაში, ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარის მეშვეობით, მათ დღეს ასადის არმიის კუთვნილი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ხოლო ტელ-ოტმანთან გამართული ბრძოლების დროს რამდენიმე ტანკი T-72 გაანადგურეს, რამდენიმე კი ხელთ იგდეს.