
ეგვიპტეში რუსული ლაინერის ჩამოვარდნამდე ამერიკულმა ინფრაწითელმა თანამგზავრმა აფეთქების დამადასტურებელი კვალი შეამჩნია - ეს სითბური ზემოქმედების შედეგად წარმოქმნილი ლაქაა გადაღებულ მასალაზე, რომელიც ზუსტად იმ ადგილზეა გამოვლენილი, სადაც იმ დროს ლაინერი იმყოფებოდა.
მოჰყავს რა ეს ცნობა, რომელიც საკუთარი წყაროებით მიიღო, NBC ასკვნის, რომ აფეთქება, შესაძლოა, შიდა მექანიზმში ან საბარგო განყოფილებაში მომხდარიყო, ამასთან, უკვე დადასტურებულია, რომ ლაინერს გარედან რაკეტა არ მოხვედრია - ამ ეტაპზე სითბური რაკეტით თვითმფრინავის ჩამოგდების ვერსია არც კი განიხილება.
თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა ისე რომ პილოტებმა ვერც კი მოასწრეს საფრთხის მაუწყებელი სიგნალის გაგზავნა - "შავი ყუთის" გაშიფვრის პირველადი მონაცემები სწორედ ამაზე მიანიშნებს.
შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს Airbus A321, რომელიც ავიაკომპანია Metrojet-ს ეკუთვნოდა, 31 ოქტომბერს, სინაის ნახევარკუნძულის თავზე აფეთქდა. აფეთქებული თვითმფრინავის ნამსხვრევები 20 კვადრატული კილომეტრის რადიუსშია მიმოფანტული. ბორტზე მყოფი 224 ადამიანი დაიღუპა. სანკტ-პეტერბურგში უკვე ჩაფრინდა რუსეთის საგანგებო სიტუაცაიათა სამინისტროს ორი რეისი ტურისტთა ცხედრებით.