
სტამბულში მოკლეს ჯოხარ დუდაევის გარემოცვის წარმომადგენელი, ისი უმაროვის სიძე და პორტალ "კავკაზ-ცენტრის" ადმინისტრატორი აბდულვაჰიდ ედილგერიევი. მას უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს, როცა მეჩეთიდან შინ ბრუნდებოდა.
"კავკაზ-ცენტრი" იტყობინება, რომ ჩეჩენ საველე მეთაურს სამმა პირმა ესროლა და მიიმალა. მათივე ინფორმაციით, პისტოლეტი, საიდანაც გასროლა მოხდა და მანქანა, რითაც გაიქცნენ თავდამსხმელები, ნაპოვნია.