-
2015-10-07 05:02
გაეროს გენერალური ასამბლეის ყოფილი თავმჯდომარე დააპატიმრეს აშშ-ში, 500.000 აშშ დოლარის ქრთამის სახით აღების ბრალდებით. ჯონ ეშს ჩინელ ბიზნესმენთან გარიგებაში ადანაშაულებენ.
გამოძიების ვერსიით, ჯონ ეშმა მაკაოში გაეროს ეგიდით კონფერენც-ცენტრის გახსნის აუცილებლობაში დაარწმუნა გენერალური მდივანი, რის გამოც ჩინელი ბიზნესმენისგან 500.000 დოლარი მიიღო, თავად პროექტი კი რამდენიმე მილიარდ დოლარადაა შეფასებული. სამართალდამცველები ჯონ ეშს ასევე ადანაშაულებენ აშშ-სა და ანტიგუაში ჩინური ბიზნესის ლობირებაში, რისთვისაც მას 800.000 აშშ დოლარი აქვს მიღებული. თავად ჩინელი ბიზნესმენი და მისი თანაშემწე ასევე, დაკავებულია.
ჯონ ეში გენერალური ასამბლეის თავმჯდომარედ 2013 წლის ივნისში აირჩიეს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26