ნატოს მოსკოვის განმარტებების არ სჯერა

Image

ნატოს გენერალურ მდივანს დამაჯერებლად არ მიაჩნია რუსეთის განმარტებები, რომელთა თანახმადაც თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა შეცდომა იყო, რადგან ეს ორჯერ მოხდა და რამდენიმე წამზე მეტხანს გრძელდებოდა. 

 

რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა კვირას თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, რაც ოთხი დღის განმავლობაში მეორე ინციდენტი იყო და თურქული მხარე იძულებული გახდა, რუსეთის ელჩი განმარტების მიღებისა და პროტესტის გამოხატვის მიზნით გამოეძახა.

 

შაბათს თურქეთმა, რომელიც ნატოს წევრ ქვეყნებში არმიის სიდიდის მიხედვით მეორე ქვეყანაა, ორი F-16 გამანადგურებელი ააფრინა რუსული სამხედრო ავიაციის კუთვნილ თვითმფრინავთან შესახვედრად, სამხრეთის პროვინცია ჰატაიში საჰაერო სივრცის დარღვევის გამო. 

 

მოსკოვმა, რომლის ქმედებებიც აშშ-მა და ნატოს წევრმა, ასევე პარტნიორმა ქვეყნებმა დაგმეს, განაცხადა, რომ შემთხვევა არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობებით იყო გამოწვეული.

 

"მოტივებზე ვარაუდის გამოთქმას არ ვაპირებ, მაგრამ ეს შემთხვევითობას არ ჰგავს... თანაც, ასეთი შემთხვევა ორი გვქონდა", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ბრიფინგზე ბრიუსელში. 

 

ნატოს გენმდივანმა თქვა, რომ მომხდარის "არანაირი, რეალური ახსნა ნატოს არ მიუღია". მან ასევე თქვა, რომ პირდაპირ მოსკოვს არ დაკონტაქტებია, მაგრამ ნატო არ გამორიცხავს რუსეთთან კომუნიკაციისთვის თავისი სამხედრო ხაზების გამოყენებას.

 

"როიტერი", ჰუმეირა ფამუქი, რობინ ემმოტი. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !