ბრიუსელის მცხოვრებლები შოკში აღმოჩნდნენ, როცა ქალაქის ქუჩებში მორბენალი ზებრები შეამჩნიეს. ზებრების გამოჩენამ, დაბნეულობის გარდა, რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევაც გამოიწვია.
როგორც გაირკვა, ზებრებმა უახლოესი საშენიდან გაქცევა მოახერხეს, თუმცა, იმის გამო, რომ პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად ოპერატიულად და კოორდინირებულად ამოქმედდა, ქალაქის ქუჩებში მათი "გასეირნება" ხანმოკლე აღმოჩნდა. არცერთი ცხოველი არ დაზიანებულა.