
უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი მიხაილ ჩეჩეტოვი საკუთარი სახლის აივნიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით ასე დაასრულა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩეტოვმა წერილი დატოვა, რომელიც მოგვიანებით მისმა მეუღლემ ნახა.
თვითმკვლელობის ერთ-ერთ მიზეზად, დეპუტატის წინააღმდეგ ძალაუფლების გადამეტების მოტივით მიმდინარე გამოძიება სახელდება.
ჩეჩეტოვი 21 თებერვალს კიევის რაიონულმა სასამართლომ დააპატიმრა და გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.